Wednesday, 16 July 2014

"შებრუნებული საკლასო ოთახი" - ს ტრენინგ მოდული

სამიზნე ჯგუფი: მე-2 კლასის მასწავლებლები, რომლებიც ფლობენ კომპიუტერთან მუშაობის უნარ-ჩვევებს.

ხანგრძლივობა: 5 დღე, 1 ტრენინგ - დღე - 4 საათი, სულ 20 საათი.

ტრენინგის შედეგები: მასწავლებლები შეძლებენ მოსწავლეებში სწავლის განსხვავებული მოდელის შეთავაზებასა და მოსწავლეებში სწავლის მოტივაციის ამაღლებას.

ტრენინგის მეთოდოლოგია: 
აქტივობები: აქტიური ლექცია, გონებრივი იერიში, D-GP-IP (დემონსტრირება - მართული პრაქტიკა - დამოუკიდებელი ვარჯიში), პრეზენტაცია, პრაქტიკული მეცადინეობა.
ტრენინგის ორგანიზაციის ფორმები: ჯგუფური, ინდივიდუალური.

სერტიფიკატის მიღების პირობები: მინიმუმ 16 საათზე დასწრება, "შებრუნებული საკლასო ოთახი"-ს მოდელის მიხედვით ორი გაკვეთილის დაგეგმვა შესაბამისი რესურსებით (ვიდეოგაკვეთილი, ტესტები, ელექტრონული წიგნი, დროში გაწერილი და ეროვნულ სასწავლო გეგმაზე ორიენტირებული აქტივობები)

"შებრუნებული საკლასო ოთახი" -ს (შ.ს.ო.) უპირატესობები:

  • დიფერენცირებული სწავლების რეალური შესაძლებლობა;
  • შინაარსის ღრმად წვდომა;
  • მოსწავლე თავისი ბუნებრივი რიტმით სწავლობს;
  • მოქნილი დრო მოსწავლეებისთვის;
  • მოსწავლე სწავლობს დროის მართვას;
  • მოსწავლე ხდება Independent learner, სწავლობს როგორ ისწავლოს;
  • დროისა და რესურსის ეფექტური გამოყენება მასწავლებლის მხრიდან;
  • მეტი დრო სუსტი მოსწავლეებისთვის;
  • სპეციალური საჭიროებების მქონე მოსწავლეების ჩართვის მეტი შესაძლებლობა;
  • მასწავლებელი-მოსწავლის ინტერაქცია იზრდება;
  • მოსწავლეებს შორის ინტერაქცია იზრდება;
  •  თანატოლთა განათლებისთვის (peer couching) ბუნებრივი გარემოა;
  • მასწავლებელს მეტი ინფორმაცია აქვს ინდივიდუალურ მოსწავლეზე;
  • კლასის მართვა უმჯობესდება;
  • მშობლებთან ურთიერთობა იცვლება;
  • საკლასო პროცესი გამჭირვალე ხდება;
  • ტექნოლოგიების მიზანმიმართული გამოყენება.

No comments:

Post a Comment